კარლო ანჩელოტიმ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

AutoSharing Option
თუ გუნდის მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია, მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეიძლება "ნაპოლი" სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს, -  იტყობინება Football Italia.

ანჩელოტი "ნაპოლისგან" მეტს ელოდა, განსაკუთრებით კოსტას მანოლასის და ირვინ ლოსანოს დამატების შემდეგ და იმედგაცრუებულია.

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" დამარცხებამ (2:0) და "იუვენტუსთან" (3:4) გატანილმა სამმა გოლმა მას იმედი ჩაუსახა, მაგრამ "კალიარისთნ" საშინაო მარცხმა (0:1) და "გენკთან" ფრემ (0:0) გუნდის მწვრთნელსა და კაპიტან ლორენცო ინსინიეს შორის ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა წარმოშვა.

იტალიის პირველობაზე ჩატარებული 6 ტურის შემდეგ "ნაპოლი" "ლიდერ "ინტერს" უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული