"ფიორენტინას" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იტალიის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გასულ თვეში 36 წლის ფრანგმა 5 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რიბერი ზედიზედ სამ მატჩში გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერი "ფიორენტინაში" მიუნხენის "ბაიერნიდან" 2019 წელს გადავიდა.