5 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში "მილანმა" დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 2:1 დაამარცხა "ჯენოა".
ორივე მწვრთნელს, აურელიო ანდრეაცოლისა და მარკო ჯამპაოლოს მოსახსნელად აქვთ საქმე და მოედანზე ფეხბურთი კი არა, ომი გააჩაღეს.
41-ე წუთზე მეკარე რეინას შეცდომის შედეგად საჯარიმოდან ანგარიში შონემ გახსნა, შესვენების შემდეგ ერნანდესმა საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 57-ე წუთზე ბურთი ხელზე ბირასკის მოხვდა, მსაჯმა ორჭოფობის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კესიემ გამოიყენა. შემდეგ არბიტრმა საკამათო პენალტი "როსონერის" კარში დანიშნა და რეინამ შონეს დარტყმული მოიგერია.
მსაჯმა 4 ფეხბურთელი, მათ შორის სათადარიგოები საპონარა და კასტილეხო გააძევა.
გენუა. "ლუიჯი ფერარისი". 22 486 მაყურებელი
ჯენოა - მილანი 1:2
გოლები: 1:0 შონე (41), 1:1 ერნანდესი (51), 1:2 კესიე (57, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: შონე (90+3)
გაძევება: საპონარა (45+2, ჯენოა), ბირასკი (56, ჯენოა), კალაბრია (79, მილანი), კასტილეხო (90+4, მილანი)