"მილანის" მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დაინიშნა.
"როსონერიმ" 53 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის წელიწადში 1 მლნ ევროს მიიღებს.
პიოლიმ თანამდებობაზე მარკო ჯამპაოლო შეცვალა.
ადრე პიოლი მილანის "ინტერში", რომის "ლაციოსა" და "ფიორენტინაში" მუშაობდა.
"მილანი" 7 ტურის შემდეგ სერია A-ში 9 ქულით მეათე ადგილზეა და ლიდერ ტურინის "იუვენტუსს" 10 ქულით ჩამორჩება.
მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით