"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ გუნდის 22 წლის ნახევარმცველის, გაეტანო კასტროვილის მოტივაციის ასამაღლებლად ორიგინალური ხერხი მოიფიქრა.
"მე მას ვუთხარი, რომ თუ გააგრძელებს ასე კარგად მუშაობას, მას ნებას მივცემ, "ინსტაგრამში" ჩემს დისშვილს, კოსტანცას მისწეროს. ის ძალიან ლამაზია", - თქვა პრადემ.
მიმდინარე სეზონში კასტროვილიმ "ფიორენტინას" რიგებში ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის კარიერა სერბ ტოპ-მოდელთან განშორების შემდეგ უკან მიდის [PHOTO]
სკანდალი ბელგიაში: ფეხბურთელებს მთვრალ ქალთან სექსი კლუბის ბაზაზე ჰქონდათ [PHOTO]