"ფიორენტინას" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ საკუთარი თავი კომპიუტერულ თამაშში, FIFA 20-ში ვერ იცნო.
ცოტა ხნის წინ ჩემს შვილს FIFA 20 ვეთამაშე. ჰეი, შემქმნელებო... ვინ არის ეს ბიჭი?", - წერს რიბერი "ტვიტერზე".
რიბერი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბაიერნიდან" "ფიორენტინაში" გადავიდა და სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.