რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებთან მისი და არიენ რობენის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფრანგი და ნიდერლანდელი დიდი ხნის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნში" შესანიშნავ დუეტს ქმნიდნენ.

რიბერის აზრით, ის და რობენი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე უკეთესები იყვნენ.

"ჩემი აზრით, მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით, თუმცა ისინი "ელ კლასიკოში" თამაშობდნენ, ეს მათი უპირატესობა იყო, რადგან მსოფლიოს ყურადღება ამ მატჩისკენ იყო მიმართული. დიახ, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ცოტათი დაუფასებლები ვართ", - განაცხადა რიბერიმ.

რიბერი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007/2019 წლებში იცავდა, ამ პერიოდის
განმავლობაში ფრანგმა გარემარბმა მიუნხენელთა მაისურით 273 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რობენს, ნიდერლანდელი "ბაიერნის" მაისურით 2009/2019 წლებში ასპარეზობდა და 201 შეხვედრაში თავი 99 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altრიბერი "ბაიერნში" დაბრუნებასთან ახლოსაა

altრიბერიმ კარიერის დასრულება გვაუწყა, მაგრამ ფეხბურთში რჩება

altფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ და რობენი კი არა ვინც მართლა ყველაფერი მოიგო და ფეხბურთის მაქსიმუმს მიაღწია, ისინი არ დააფასეს ... ჩავი და ინიესტა.. ამათზე დიდი წარმატებისთვის არავის მიუღწევია და ამათზე დიდი ფეხბურთი არავის არ უთამაშია... თავჩაღუნული მესი ხშირად ახოვს ხალხს გადამწყვეტ თამაშებში თუნდაც ჩელსისთან ინიესტას საოცარი თამაში.. რამდენი იყო ეგეთი.. ესპანეთის ნაკრების ტრიუმფი.. ევროპა-მსოფლიო-ევროპა!
Vito
17:58 26-11-2023
0
რა ვიზუალიც გაქვს ამართლებ )))
ფეხბურთი
20:42 29-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული