დე ლაურენტისი: დროა ლორენცო ინსინიე ჭირვეულობას მოეშვას

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელ კარლო ანჩელოტისა და თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს შორის რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

"მე შემიძლია ინსინიეს გავუგო, თუ თვლის, რომ "ნაპოლიში" მისი დრო ამოიწურა. თუ ასეა, პირდაპირ თქვას და ნუ ჭირვეულობს. შემადგენლობას მწვრთნელი აყენებს და ამას უნდა შეურიგდეს", - ციტირებს დე ლაურენტისს "გაძეტა დელო სპორტი".

ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ იტალიური პრესა ვითარებას არასწორად გადმოსცემს, პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტარს არ გააკეთებს, ლორენცო კი საკუთარი თავის აჩრდილს მოგვაგონებს და დროა ჭკუას მოუხმოს.