"მილანის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სადებიუტო მატჩის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" სერია A-ს საშინაო მატჩი "ლეჩესთან" 2:2 ითამაშა.
"გუნდის სული და იდეები, რომლის ადაპტირებას ვცდილობთ, ზოგჯერ იგრძნობოდა. თუმცა, როცა ვერ ვიგებთ, ეს ჩვენი შეცდომაა. "მილანი" ვალდებულია, ასეთი მატჩები მოიგოს.
გუნდში კარგი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა ჩვენი გულუხვობა და ბევრმა პოზიციურმა შეცდომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ 2 ქულა დავკარგეთ", - ციტირებს პიოლის La Gazzetta dello Sport-ი.
პიოლიმ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკო
ჯამპაოლო შეცვალა.