"ჯენოას" მწვრთნელად იტალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ტიაგო მოტას დანიშნავენ, - იტყობინება Sky Sport Italia.
გამოცემის მტკიცებით, "ჯენოას" პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი 38 წლის მოტას შეხვდა და გუნდის ჩაბარებაზე დაიყოლია.
მოტას პრეზენტაციას დღეს, 22 ოქტომბერს მოუწყობენ.
მოტა "ჯენოას" ღირსებას 2008-09 წლებში იცავდა, მისი სამწვრთნელო გამოცდილება კი პსჟ-ის 19-წლამდელთა გუნდში მუშაობით შემოიფარგლება.