"პარმას" მცველი მატეო დარმიანი მილანის "ინტერის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, მარჯვენა მცველის ტრანსფერი პირადად "ნერაძურის" თავკაცმა ანტონიო კონტემ მოითხოვა, რომელიც ვალენტინო ლაზაროს თამაშით უკმაყოფილოა.
დარმიანის ტრანსფერი შესაძლოა ზამთარში შედგეს. შეგახსენებთ, რომ 2015-დან 2019 წლამდე დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში 29 წლის დარმიანის ანგარიშზე 4 მატჩში ერთი საგოლე გადაცემაა.