მიუნხენის "ბაიერნის" მცველით, ლუკას მაით "მილანი" დაინტერესდა, - იტყობინება Calciomercato.
გამოცემის ინფორმაციით, "როსონერის" 19 წლის გერმანელის გადაბირება ზაფხულში სურს, როცა მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდება.
"მილანს" შესაძლოა კონკურენცია დორტმუნდის "ბორუსიამ" გაუწიოს.
მაი "ბაიერნის" აღზრდილია და მთავარი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 2018 წლის აპრილში ჰქონდა. მას შემდეგ "ბაიერნში" 2 მატჩი ჩაატარა. ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მლნ ევროა.