იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლისა" და შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შორეული ლტოლვა კონრეტული ოდენობის მილიონების განხილვაზე გადავიდა. გამოცემის მიხედვით, ნეაპოლელებმა ზლატანს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე 1 წლით გაგრძელების ვარიანტით შესთავაზეს და შეთანხმების შემთხვევაში "იბრა" 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, 1 წლით გახანგრძლივების შემთხვევაში კი, კიდევ 3 მილიონ ევროს.
თავად "ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელს სხვა სურვილები აქვს. ზლატანს უნდა, რომ "ნაპოლიმ" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმოს და ამ პერიოდში 5 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში სამ კლუბში თამაშობ
და: "იუვენტუსში", "ინტერსა" და "მილანში" და კვლავ სურს სერია A-ში თამაში. "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდა შვედს თავის გუნდში.
პ.ს იბრას ყოველთვის განვიხილავდი რონალდოსთან და მესისთან ერთად.
ნამდვილი ფენომენია!