"იუვენტუსი" 2020 წლის ზაფხულში შემტევი ვარსკვლავის შეძენას შეეცდება, - იუწყება "გაძეტა დელო სპორტი".
"იუვეს" შორტ-ლისტში ნეიმარი, კილიან მბაპე (ორივე პსჟ) და პოლ პოგბა (მანჩესტერი) არიან.
მბაპეს და პოგბას სამსახურით აგრეთვე "რეალია" დაინტერესებული.
პოგბა "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2012-16 წლებში იცავდა და მის რიგებში ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. მას "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.