კილიან მბაპე: მსურდა მეჩვენებინა, რომ ჩემს გარეშე გაუჭირდებოდათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" მატჩის მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გარჯით კმაყოფილი გახლდათ.

"მინდოდა სასტარტოში ვყოფილიყავი და მეგონა, ასეც იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მე მისი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ასევე მსურდა მეჩვენებინა, რომ ჩემ გარეშე გაუჭირდებოდათ.

სხვებმა ჩემ გარეშე კარგად ითამაშეს, მაგრამ მე ჩემი ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მჭირდება. ორი თვეა სრულად 90 წუთი არ მითამაშია.

ყოველ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და გოლების გატანა მინდა. ტრავმა აღარ მაქვს, 100%-ით მზად ვარ", -
ციტირებს მბაპეს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც რონალდოს შეცვლა შეუძლია რეალში . პერესის ადგილზე მბაპეს ყიდვისთვის რეალის 5-6 ფეხბურთელს გავყიდდი
ტოტტი
10:11 23-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული