ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ფრანგულ გამოცემა France Football-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"საჭიროა ტვინის გამოყენება. თუკი გონება ოდნავ მაინც გიმუშავებს, მაგალითს იმათგან იღებ, ვინც გარკვეულ რამეებს შენზე უკეთ აკეთებს.
ასეც მოვიქეცი "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნისას რაინ გიგზთან, პოლ სქოულზთან, რუუდ ვან ნისტელროისა და რიო ფერდინანდთან დაკავშირებით. იმბეცილი უნდა იყო, რომ ასეთი ბიჭებისაგან არ ისწავლო.
ამის მიზანი არ არის, დაემსგავსო სხვას. საჭიროა იმ ასპექტების უკეთ ადაპტირება, რომლებიც სხვას შენზე უკეთესი აქვს. მეც ეს გავაკეთე. მქონდა ნიჭი და ვაკვირდებოდი მათ.
რეალურად, როგორც ფეხბურთელს, სუსტი წერტილი არ მაქვს. შემიძლია ორივე ფეხით გავიტანო, თავითაც. მე ფიზიკურად ძლიერი ვარ, სწრაფიც.
თუ შენ ყველაფერი გაქვს, სწორ მიდგომასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, 34 წლის ასაკშიც კი ყველასთვის შესამჩნევი იქნები", - აღნიშნა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.