"იუვენტუსმა" რონალდოს მიერ 90+6-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს სერია A-ს მე-10 ტურის 7 მატჩი ჩატარდა და რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო "იუვენტუსი"-"ჯენოა" იყო.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ მსაჯმა სტუმართა ნახევარმცველი კასატა გააძევა და მაინც გმირულად იცავდნენ გენუელები თავს. ამის შემდეგ რეფერიმ წითელი ბარათი კიდევ ორ ფეხბურთელს უჩვენა - სათადარიგო სკამზე მჯდომ გენუელ მარკეტის არასპორტული საქციელის გამო, ხოლო 87-ე წუთზე "იუვენტუსის" ნახევარმცველ რაბიოს.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, "ბიანკონერი" ქულით უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში არბიტრმა "ჯენოას" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რონალდომ გამოიყენა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

"იუვე"
26 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 1 ქულით უსწრებს და 2 ნოემბერს "ტორინოს" შეხვდება.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ჯენოა 2:1
გოლები: 1:0 ბონუჩი (36), 1:1 კუამე (40), 2:1 რონალდო (90+6, პენ)
გაძევება: კასატა (51), მარკეტი (57), რაბიო (87)

რაც შეეხება სხვა მატჩებს, "ნაპოლიმ" 86-ე წუთზე გაუშვა "ატლანტასთან" გოლი და ფრეს დასჯერდა - 2:2. ამ შეხვედრის ბოლოს ნეაპოლელთა მწვრთნელი ანჩელოტი პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მსაჯმა გააძევა.

ნაპოლი - ატლანტა 2:2

კალიარი - ბოლონია 3:2
ლაციო - ტორინო 4:0
სამპდორია - ლეჩე 1:1
სასუოლო - ფიორენტინა 1:2
უდინეზე - რომა 0:4

მკითხველის კომენტარები / 2 /
პენალდო
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული