კრიშტიანო რონალდო-უმცროსს "იუვენტუსის" მაისურით მამაზე მეტი გოლი გააქვს

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს უფროსმა ვაჟმა კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა ტურინის "იუვენტუსის" 9-წლამდელთა გუნდის რიგებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სეზონის ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში პატარა რონალდომ 7 გოლის გატანა მოახერხა. მამა ძალიან გულშემატკივრობს შვილს, თუმცა იხუმრა:

"ის მეუბნება: "მე შენზე უფრო მაგარი ვიქნები". მე მგონია, ეს ძნელი იქნება".

კრიშტიანომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ შვილი იმ სახლში მიიყვანა, ის ოთახი აჩვენა, სადაც თვითონ ცხოვრობდა და გაიზარდა.

"ჩემი შვილი გაოცებული იყო, როცა ის ადგილი ნახა. არ სჯეროდა, რომ მე
იქ გავიზარდე. ახლა მისთვის ადვილია ძალიან, სახლები, მანქანები, ყველაფერი..."

ვნახოთ, როგორ განვითარდება უმცროსი კრიშტიანო რონალდოს ისტორია და როგორც ერთ-ერთ ქართულ ფილმში ეუბნება შვილი მამას, მართლაც გახდება თუ არა მასზე უკეთესი ფეხბურთელი.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი. შვილმა უნდა იცოდეს რომ ყველაფერი ციდან არ ცვივა...
saba
20:10 01-11-2019
1

სიახლეები პოპულარული