"უდინეზე" მწვრთნელის გამოცვლას აპირებს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, "ატალანტასთან" (1:7) და "რომასთან" (0:4) წაგებების შემდეგ "უდინეზე" მწვრთნელ იგორ ტუდორის გადაყენებას აპირებს. უდინური კლუბის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით იმან აღაშფოთა, რომ "რომა" 32-ე წუთიდან კაცნაკლული ეთამაშებოდა და მაინც გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო.
არაა გამორიცხული, "უდინეზეს" ჯენარო გატუზო ჩაუდგეს სათავეში. აგრეთვე განიხილება პასკუალე მარინოს და სტეფანო კოლანტუონოს კანდიდატურები.
ჯენარო გატუზომ "ჯენოას" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა
81 წლის შემდეგ პირველად, "მილანის" 6-დან 4 წაგება - რას ერჩოდნენ გატუზოს? [VIDEO]