"მილანმა" სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურის დასკვნით მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სპალი".

გოლი სუსომ გაიტანა, რომელიც სასტარტოში ჩატარებული ზედიზედ 17 მატჩის შემდეგ ძირითადში არ დააყენეს, შეცვლაზე შევიდა, ამ სეზონში პირველად დალაშქრა მეტოქის კარი და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

რაც "როსონერის" მწვრთნელად სტეფანო პიოლი დანიშნეს, სახლში "ლეჩეს" დაუზავდა (2:2), სტუმრად კი "რომასთან" წააგო (1:2) და ეს მისი ხელმძღვანელობით პირველი მოგება იყო.

"მილანმა" აგვისტოს შემდეგ პირველი საშინაო გამარჯვება იზეიმა.

"მილანი" 13 ქულით მე-10 ადგილზეა და 3 ნოემბერს
"ლაციოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული