სერია A მე-10 ტურში "ატალანტასთან" ნამატჩევს "ნაპოლის" მცველი ლორენცო ტონელი მსაჯს, პიერო ჯაკომელის სამახსოვროდ ბურთის სახლში წაღებას სთავაზობდა.
არბიტრმა ფეხბურთელს ყურადღება არ მიაქცია და ბურთი არ გამოართვა.
"ატალანტამ" ანგარიში 86-ე წუთზე გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. მეორე გოლის გაშვებამდე ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, რეფერიმ კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ დანიშნა და პროტესტის ემოციურად გამოხატვის გამო მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გააძევა.