3 ნოემბერს, სერია A-ს მე-11 ტურში "ვერონამ" 2:1 დაამარცხა "ბრეშია".
მატჩის დასაწყისში სტუმართა გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, მან კი ბურთი მასპინძელ გულშემატკივართა ტრიბუნაზე მოისროლა და მოედანი დატოვა.
ის რამდენიმე წუთში მსაჯებმა მოედანზე დააბრუნეს, სტადიონის დიქტორმა კი გამოაცხადა, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდებოდა, თამაში შეწყდებოდა.
მარიომ 85-ე წუთზე დიდებული გოლი გაიტანა, თუმცა "ბრეშია" მაინც დამარცხდა და 7 ქულით მე-18 ადგილზეა, რის გამოც მის მწვრთნელს, ეუჯენიო კორინის გადაყენებას უპირებენ.