სტეფანო პიოლიმ აღნიშნა, თუ რა შეიცვალა "მილანში" მისი მისვლის შემდეგ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ რომის "ლაციოსთან" (1:2) სერია A-ს მე-11 ტურში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი დანიშვნის შემდეგ "როსონერი" უფრო თამამად თამაშობს.

"ვფიქრობ, გუნდი უმატებს და სწორ გზაზე ვართ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და თამაშის გაუმჯობესება, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთელებს შიში არ აქვთ.

ჯერ კიდევ ბევრ შეცდომას ვუშვებთ - გადაცემას ვაკეთებთ, როცა ბურთი უნდა შევაყოვნოთ და პირიქით.

თუმცა მთავარი სხვა რამაა - როცა მოვედი, გუნდში ფეხბურთელების სახეზე შიში ვნახე. ახლა კი ასე არ არის", - ციტირებს პიოლის Football
Italia.

11 ტურის შემდეგ "მილანი" სერია A-ში მე-12 ადგილზეა. 54 წლის პიოლიმ მუშაობა 9 ოქტომბერს დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით "როსონერიმ" 1 მატჩი მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დონარუმას, რომანიოლის,პიონტეკისა და პაკეტას გარდა ყველა დანარჩენს სანამ არ გაყრით მანამ არაფერი გეშველებათ.დდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული