აურელიო დე ლაურენტისმა "ნაპოლი" ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის თამაშით და შედეგებით უკმაყოფილოა.

"ნაპოლიმ" აგერ, უკვე 3 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და დე ლაურენტისმა კვირის ბოლომდე გუნდი ბაზაზე გამოკეტა - "ზალცბურგთან" და "ჯენოასთან" შეხვედრებისთვის უკეთ მოსამზადებლად.

"ეს სასჯელი არ არის, ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებაა", - განუცხადა პრეზიდენტმა "კორიერე დელო სპორტს".

მისი გადაწყვეტილება მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააპროტესტა: "მე კლუბის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ მწვრთნელი მწვრთნელად უნდა დარჩეს. უნდა შევასრულოთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული