ფაბიო კაპელო: რონალდოს 3 წელია არავინ მოუტყუებია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში, "მილანთან" მატჩის (1:0) 55-ე წუთზე, "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელი რონალდო შეცვალა, გამარჯვების გოლი კი მის ნაცვლად მოედანზე შესულმა პაულო დიბალამ გაიტანა. კრიშტიანო პირდაპირ გასახდელში გავიდა და სტადიონი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა. მისი საქციელის შესახებ "იუვეს" ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა.

"ის, რაც რონალდომ გააკეთა, ლამაზი არ არის. მისაბაძი მაგალითი მოედნის დატოვებისასაც უნდა იყო. მას უკვე 3 წელია არავინ მოუტყუებია. ეს ასეა. საჯარიმოში ჩემპიონია.

სარის ადგილას, შეხვედრის შემდეგ დაველაპარაკებოდი. ვეტყოდი: "სამაგალითო რომ ხარ, თანაგუნდელებს
პატივი უნდა სცე. იმიტომ შეგცვალე, რომ მატჩის მოგება მინდოდა", - განაცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენჯერ დამიწერია, რონალდოს ტექნიკა არა აქვს მეთქი, ლამის დაიქცა ქვეყანა, ყველაფერს, რასაც რონალდო აკეთებს, არის შრომის შედეგი, მას თანდაყოლილი ნიჭი ძალიან დაბალი დოზითა აქვს, ეს მას ნებისმიერ მოძრაობაში ეტყობა, განსაკუთრებით საცოდავად გამოიყურება, ზიდანის ფინტის დროს, თავის თავს რომ ატყუებს და სხვას ვერავის. ჭანტურია, ყენია, ოქრიაშვილი, ქინქლაძე... აღარ გავაგრძელებ, ამათ რომ რონალდოს პროფესიონალიზმის და ჟილკის ნახევარი ჰქონოდათ, გავილებით მეტს მიაღწევდნენ, მაგრამ შრომა ძნელია, ოხ რა ძნელია.
14
დაბერდა რონი, დროა ჩინეთის ლიგას ან შტატებს მიაშუროს
11

სიახლეები პოპულარული