რონალდომ სარის ხელი მეორედ არ ჩამოართვა, მწვრთნელმა თავი იმართლა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორედ არ ჩამოართვა ხელი "იუვეს" მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ზედიზედ მეორედ შეცვლის გამო, სარიმ კი ზედიზედ მეორედ იმართლა თავი.

კრიშტიანოს მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამისკენ არც კი გაუხედავს, ისე წავიდა პირდაპირ გასახდელში და სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა.

"მან ყველაფერი გააკეთა, რათა ეთამაშა. თუმცა მე დავინახე, რომ ის თავს საუკეთესოდ არ გრძნობდა და ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა მისი შეცვლა. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ცვლიან, გარკვეული დროის განმავლობაში უკმაყოფილოა", - განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.

წინა შეხვედრაში, მოსკოვის "ლოკომოტივის"
წინააღმდეგ, სარიმ რონალდო 82-ე წუთზე შეცვალა. "მილანთან" მატჩში კი, საერთოდ, 55-ე წუთზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მწვრთნელმა თავი კი არ უნდა იმართლოს, არამედ უნდა გააგებინოს ფეხბურთელს, ვინც არ უნდა იყოს, რომ შეცვლა ყველაზე ვრცელდება, როცა საჭიროა.
: )))))))
15:17 11-11-2019
1
ფაქტია რომ რონალდუ გოლებს ისე ვეღარ იტანს,ამიტომ ის პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს რატომაა ასე საქმე! და არა სარის!თან ძალიან დიდი კონკურენციაა იუვენტუსში,აქ ყოველ თამაშში უნდა ამტკიცო რომ ძლიერი ხარ!
kaxa
12:19 11-11-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული