იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნაკრებში თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შესაძლო დაბრუნებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა.
"მე მიყვარს მარიო. ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდა ჩემთან, როდესაც მოზარდი იყო. ბალოტელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მხოლოდ მაშინ გამოვიძახებ, როდესაც დაიმსახურებს.
შემეძლო მხოლოდ იმისათვის გამომეძახებინა, რომ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ", - ციტირებს მანჩინის Goal-ი.
ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა "ვერონასთან" მატჩისას მიაყენეს და მან დროებით დატოვა მოედანი.
მარიომ იტალიის ნაკრებში 36 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, ბოლოს კი მისი ღირსება 2018 წლის სექტემბერში დაიცვა.