ტურინის "იუვენტუსი" არ აპირებს დასაჯოს კრიშტიანო რონალდო იმის გამო, რაც "მილანთან" მატჩის დროს 55-ე წუთზე შეცვლის შემდეგ გააკეთა.
პორტუგალიელს არ დაუმალავს, რომ უკმაყოფილიყო იყო შეცვლით, რაღაცები ჩაილაპარაკა და ისე ჩავიდა გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში, შემდეგ კი, საერთოდაც შეხვედრის დასრულებამდე დატოვა სტადიონი.
ტურინულ კლუბს სურს, რომ სიტუაციას ცივი წყალი დაასხას დიდი ალიაქოთის გარეშე.
კრიშტიანოს არ ელოდება არანაირი სასჯელი. მას არაფორმალურ შეხვედრაზე მიიწვევენ პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი. ეს წყვილი ეცდება რონალდოს დარწმუნებას, რომ პორტუგალიელმა ბოდიში მოუხადოს თანაგუნდელებს და აუხსნას მათ, რომ ასეთი
საქციელი გუნდისთვის სასარგებლო არ არის.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პაველ ნედვედი უკვე დაუკავშირდა კრიშტიანოს აგენტ ჟორჟე მენდეშს იმ თამაშის ღამეს და საკითხის განხილვა შესთავაზა. ამის პარალელურად კი, გასახდელი ბოდიშს ელოდება.