ბონუჩი რონალდოზე: ტურინში ჩასვლის შემდეგ დავილაპარაკებთ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა გუნდის პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე.

"წარსულში ქექვას მომავლისკენ გახედვა მირჩევნია. გვექნება დრო ამაზე სასაუბროდ. ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ. როცა ტურინში დავბრუნდებით, გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვისაუბროთ.

წინ ძალიან ბევრი მატჩია, რომელშიც რონალდო საუკეთესო ფორმაში დაგვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, მისი მიზანია დაეხმაროს "იუვენტუსს" ყველა დასახული ამოცანის შესრულებაში", - უთხრა ბონუჩიმ Football Italia-ს.

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ რონალდო "მილანთან" შეხვედრისას 55-ე წუთზე შეცვალა და გადაწყვეტილების მიზეზად რონალდოს ტრავმა დაასახელა. "ტრავმიანმა" რონალდომ პირდაპირ
გასახდელს მიაშურა და სტადიონი შეხვედრის დასრულებამდე დატოვა, ხოლო გუშინ, 14 ნოემბერს, ლიეტუვის ნაკრებთან ჰეთ-თრიკი შეასრულა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული