პორტუგალიის ნაკრებში მყოფმა თავდამსხმელმა რონალდომ თავის სათამაშო ფორმაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
"იმისათვის, რათა ეს თემა დახუროთ, შეგიძლიათ ასეთი ინფორმაცია გაავრცელოთ: "კაპიტანი სრულ მზადყოფნაშია". თავს არა მარტო კარგად ვგრძნობ, არამედ შესანიშნავ ფორმაში ვარ. ბალანსი ცალსახად დადებითია. ახლა შეგიძლიათ ინტერვიუ სხვას ჩამოართვათ!", - ციტირებს რონალდოს Football Italia.
რონალდო "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ზედიზედ ორჯერ შეცვალა და თქვა, ეს იმითაა გამოწვეული, რომ მუხლი აქვს დაშავებულიო. თუმცა კრიშტიანო ეროვნულ გუნდში შეუზღუდავად ვარჯიშობს.