მაურიციო სარი: კრიშტიანო რონალდო 99 პროცენტით ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს "ატლანტასთან" მატჩში მონაწილეობა ეჭვქვეშაა.

"რონალდო 99 პროცენტით ვერ ითამაშებს. ის პორტუგალიის ნაკრებიდან დაბრუნდა და თქვა, რომ მეორე მატჩში ტკივილს გრძნობდა. გარდა ამისა, მას ფსიქოლოგიურად დასვენება სჭირდება. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. ამიტომ ისე 99 პროცენტით არ იქნება მზად ბერგამოს მატჩისთვის და ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს", - თქვა სარიმ Gazzetta dello Sport-თან საუბარში.

"ატლანტა"-"იუვენტუსის" მატჩი 23 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული