"ბრეშიას" პრეზიდენტი ბალოტელიზე: ძალიან შავია და ცდილობს, გათეთრდეს

AutoSharing Option
"ბრეშიას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ თავდამსხმელ მარიო ბალოტელიზე გაიხუმრა.

"რა ამბავია ბალოტელის თავს? ძალიან შავია და იმაზე მუშაობს, რომ თავი გაითეთროს, თუმცა სირთულეებს აწყდება.

ჩვენ ის შევიძინეთ, რადგან ვთვლიდით, რომ გუნდს გააძლიერებდა. პასუხი მოედანზე უნდა გასცეს და არა სოციალურ ქსელში. გუნდის რთულ ვითარებას მას არ ვაბრალებთ", - განუცხადა ჩელინომ "გაძეტა დელო სპორტს".

მოგვიანებით "ბრეშიამ" განმარტა, რომ ჩელინომ იხუმრა და ეს არასწორად გაიგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული