ნახეთ, როგორ დაბლოკა კრიშტიანო რონალდომ დიბალას საგოლე დარტყმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სასუოლოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) მეორე ტაიმში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელ პაოლო დიბალას დარტყმა ვერ აიცილა და კარის ხაზიდან 2 მეტრში მდგომი გადაეფარა ბურთს.

აღნიშნულ მომენტში კრიშტიანო ძალიან უცნაურად იქცევა - დიბალას დარტყმის შემდეგ არც მაღლა ახტომას ცდილობს, არც გვერდით გაცლას, გაუნძრევლად დგას ერთ ადგილას და ბლოკავს ბურთს.

ამ ქცევას გამოხმაურება მოჰყვა როგორც იტალიურ, ისე მსოფლიო საფეხბურთო პრესაში და კრიშტიანოს ყველა ეგოიზმში ადანაშაულებს, რადგან ამ ეპიზოდის დროს ანგარიში 2:2 იყო და დიბალას გოლი გამარჯვების მომტანი იქნებოდა. ბევრი გამოცემის
მიხედვით, პორტუგალიელს არ სურდა, გამარჯვების მომტანი დარტყმა დიბალას შეესრულებინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მერამდენედ ვამეორებ ნუთუ მართლა სპეციალურად დაბლოკა მეთქი მარა, თუ სპეციალურად არ ქნა დაუნია მაშინ ჩემამდე არ დადის მაგეთ სიტუაციაში ფეხებს გაშლიდა
Ra xdeba
23:39 02-12-2019
0
მეტი ხომ არ უნდა "ვითომ გულშემატკივარს". უკეთესად თამაში მართებდა, მაგრამ თუ დააკვირდებით შეატყუპა ფეხები და არ გაინძრა, თამაშგარეში რომ ჩათვლილიყო ეპიზოდს გაეთიშა. თან არც გადიოდა - მეკარე რეაგირებდა და ასე რომ . . . უბრალოდ ობიექტურად შეაფასეთ.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული