"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა უკმაყოფილება ვერ დამალა იმის გამო, რომ მისი გუნდის თავდამსხმელმა რონალდომ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა.
"ეს რონალდოსთვის რთული დრო არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ "ოქროს ბურთის" მიღებას იმსახურებს. ხმის მიცემისას ადგილების განაწილება მუდამ ბადებს კითხვებს.
გავიმეორებ, მისთვის ეს რთული დრო არ არის. ვარჯიშები მუხლის ტრავმის გამო გაუცდა და მისი მადლობელი ვართ, რომ არაოპტიმალურ მდგომარეობაში მყოფმა ითამაშა. "იუვეში" რჩება? რა თქმა უნდა", - განუცხადა პარატიჩმა "კორიერე დელო სპორტს".