"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი რონალდოზე: "ოქროს ბურთზე" ადგილების განაწილება ყოველთვის კითხვებს ბადებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა უკმაყოფილება ვერ დამალა იმის გამო, რომ მისი გუნდის თავდამსხმელმა რონალდომ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა.

"ეს რონალდოსთვის რთული დრო არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ "ოქროს ბურთის" მიღებას იმსახურებს. ხმის მიცემისას ადგილების განაწილება მუდამ ბადებს კითხვებს.

გავიმეორებ, მისთვის ეს რთული დრო არ არის. ვარჯიშები მუხლის ტრავმის გამო გაუცდა და მისი მადლობელი ვართ, რომ არაოპტიმალურ მდგომარეობაში მყოფმა ითამაშა. "იუვეში" რჩება? რა თქმა უნდა", - განუცხადა პარატიჩმა "კორიერე დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული