თავდამსხმელი პაულო დიბალა შეიძლება დიდხანს დარჩეს "იუვენტუსში".
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "იუვე" არგენტინელ ფორვარდთან კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.
"ბიანკონერი" მას ხელშეკრულების 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს და სეზონური გასამრჯელოს 9 მილიონ ევრომდე გაზრდას პირდება.
პაულოს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 17 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.