დის შემდეგ რონალდოს მეუღლეც გამოექომაგა - სწორუპოვარი, შეუჩერებელი და მამაცი უწოდა

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" ნომინაციაში მესამე ადგილის დაკავება მტკივნეულად აღიქვა "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ, პარიზში ღონისძიებაზე არც წავიდა, მილანში კი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი უხალისოდ ჩაიბარა.

კრიშტიანოს დამ, კატია ავეირომ პასუხი გასცა "ლივერპულის" მცველის, ვირგილ ვან დეიკის ფრაზას პორტუგალიელის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ პორტუგალიელი მათი (მისი და მესის) კონკურენტი არ არის. მოგვიანებით ინსტაგრამზე რონალდოს მხარდამჭერი პოსტი მისმა მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა გამოაქვეყნა:

"სწორუპოვარი, შეუჩერებელი და მამაცი. არის ციფრები, ტიტულები, როგორებიცაა ერთა ლიგა, იტალიის თასი, იტალიის ჩემპიონატი, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ა.შ. თუმცა,
საბედნიეროდ არც ჯილდოებმა და არც ტიტულებმა არ შეიძლება არაფერი თქვან ადამიანზე, თუნდაც ისინი მას მრავლად ჰქონდეს.

ყველაზე უკეთ თქვენზე თავად საუბრობთ, თქვენი მგზნებარება, სრულყოფილების თქვენი სურვილი, თქვენი ურთიერთობა, რადგან შთააგონებთ მილიონობით ადამიანს ფეხბურთსა და სპორტში. თქვენ არ გაშინებთ პრობლემები, გამოდიხართ კომფორტის ზონიდან და აგრძელებთ საკუთარი თავის დაძლევას, აჩვენებთ მსოფლიოს, როგორია პირველ ნომრად ყოფნა. მე შენ მიყვარხარ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
არადა მარტო პენალდო მეგონა ბოროტი და თურმე მთელი ოჯახი ესეთი ყოფილა, ხვალ დედამისის ჯერია დოლორესი გამოვა.d.d. ისე ვისაც არ გჯერავთ პენოს სიბოროტის გირჩევთ დიბალას გოლი ნახოთ ატლეტიკოსთან და ნარცისის რეაქცია მერე
barsa
15:46 04-12-2019
8
ვაიმე რამდენი ვიტირე.... რა იყო გოგო რას გვერჩოდი.
vaska
10:03 04-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული