იბრაჰიმოვიჩი: მატერაცი ტაეკვონდოს ილეთით საავადმყოფოში გავუშვი - ამ მომენტს 4 წელი ველოდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიხსენა, თუ როგორ იძია 2010 წელს შური მცველ მარკო მატერაციზე.

"მაშინ "იუვენტუსში" ვთამაშობდი, "ინტერს" ვხვდებოდით. მატერაცი ნამდვილი დაქირავებული მკვლელივით იქცეოდა, ტრავმა მომაყენა. ფიზიკურად ძლიერი იყო. ეს 2006 წელს მოხდა. ცოტა ხნით მოედნის დატოვება მომიწია. მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეცვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი.

მოედანზე დაბრუნება შურის საძიებლად მინდოდა. ასეთ რამეს არავის დავუვიწყებდი. ორი წუთის შემდეგ ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ამის შემდეგ "ინტერში", "ბარსელონასა" და "მილანში" ვასპარეზობდი...

2010/2011 წლების სეზონში პირველ დერბიში ისევ შევხვდი "ინტერს". ამან მოტივაცია შემძინა. პენალტი გამოვიმუშავე
და იცით, ვინ წამაქცია? მატერაციმ. 1:0 დავწინაურდით.

მეორე ტაიმში მატერაცი ტაეკვონდოს ილეთით საავადმყოფოში გავუშვი. სტანკოვიჩმა მკითხა, რატომ გააკეთე ესო? ვუპასუხე, ამ მომენტს 4 წელი ველოდებოდი-მეთქი", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაა იბრას მაგატი ცოლი ყავს, მეც მოვეფერებოდი.
ჭორლეონე
21:24 03-05-2020
0
ორივე უვარგისები ხართ
ზაზა
03:32 10-12-2019
4

სიახლეები პოპულარული