იბრაჰიმოვიჩი: მატერაცი ტაეკვონდოს ილეთით საავადმყოფოში გავუშვი - ამ მომენტს 4 წელი ველოდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიხსენა, თუ როგორ იძია 2010 წელს შური მცველ მარკო მატერაციზე.

"მაშინ "იუვენტუსში" ვთამაშობდი, "ინტერს" ვხვდებოდით. მატერაცი ნამდვილი დაქირავებული მკვლელივით იქცეოდა, ტრავმა მომაყენა. ფიზიკურად ძლიერი იყო. ეს 2006 წელს მოხდა. ცოტა ხნით მოედნის დატოვება მომიწია. მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეცვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი.

მოედანზე დაბრუნება შურის საძიებლად მინდოდა. ასეთ რამეს არავის დავუვიწყებდი. ორი წუთის შემდეგ ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ამის შემდეგ "ინტერში", "ბარსელონასა" და "მილანში" ვასპარეზობდი...

2010/2011 წლების სეზონში პირველ დერბიში ისევ შევხვდი "ინტერს". ამან მოტივაცია შემძინა. პენალტი გამოვიმუშავე
და იცით, ვინ წამაქცია? მატერაციმ. 1:0 დავწინაურდით.

მეორე ტაიმში მატერაცი ტაეკვონდოს ილეთით საავადმყოფოში გავუშვი. სტანკოვიჩმა მკითხა, რატომ გააკეთე ესო? ვუპასუხე, ამ მომენტს 4 წელი ველოდებოდი-მეთქი", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაა იბრას მაგატი ცოლი ყავს, მეც მოვეფერებოდი.
ჭორლეონე
03 მაისი 2020 21:24
0
ორივე უვარგისები ხართ
ზაზა
10 დეკემბერი 2019 03:32
4
ცოლს ეფერებოდს ამასას და იმიტომ იყო დაბოღმილი,ეს ცნობილი ფაქტია
ინტერი
06 დეკემბერი 2019 19:14
5
ცოლს ეფერებოდს ამასას და იმიტომ იყო დაბოღმილი,ეს ცნობილი ფაქტია
ინტერი
06 დეკემბერი 2019 18:06
1
ეს იმდენს ლაყბობს ამ ბოლოს რომ არ გამიკვირდება ისეთი რამე თქვას ,,გასროკონ,,)))
ბათუმის ფანი
06 დეკემბერი 2019 16:43
0
კიმარა, როცა ინტერში ერთად 3 წელი თამაშობდნენ (2006-09) არ ქონდა შურისძიების დრო?
მიხო
06 დეკემბერი 2019 08:55
1
გუნდს ვერ დააზარალებდა !))
კახაბერი
06 დეკემბერი 2019 15:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული