7 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "ლაციომ" საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო "იუვენტუსს".
რომაულმა კლუბმა ყველა ტურნირზე "იუვეს" 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელმაც ჩემპიონატზე ლიდერობა "ინტერს" დაუთმო.
აქამდე "იუვენტუსი" ტოპ 5-ის ჩემპიონატის გუნდებს შორის დაუმარცხებელი იყო.
"ინტერი" 38 ქულით ლიდერია, "იუვენტუსი" კი 2 ქულით ჩამორჩება. მომავალ ტურში "ინტერი" "ფიორენტინას", ხოლო "იუვენტუსი" "უდინეზეს" შეხვდება.
რომი. "ოლიმპიკო".
ლაციო - იუვენტუსი 3:1
გოლები: 0:1 რონალდო (25), 1:1 ლუის ფელიპე (45+1), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (74), 3:1 კაისედო (90+5)