"ბრეშიამ" მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში აუტსაიდერების მატჩი ჩატარდა - "ბრეშიამ" გასვლაზე 1:0 დაამარცხა "სპალი".

ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გაიტანა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 9 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

74-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა ანდრეა პეტანიამ პენალტი ვერ გამოიყენა.

"ბრეშიამ" 21 სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია - ახლა ბოლო პოზიციაზე "სპალია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული