"მილანის" გულშემატკივარი მაისურის გამო დაჭრეს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "მილანმა" "ბოლონია" გასვლაზე (3:2) დაამარცხა, "როსონერის" ფანებმა ერთმანეთში მაისური ვერ გაიყვეს და ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მეორე დანით მუცელში დაჭრა.

აღნიშნული ინფორმაცია Football Italia-მ გაავრცელა. წყაროს მიხედვით, დაჭრილი ტიფოზი სტადიონის ახლოს მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, დამნაშავე კი უკვე მიმალული იყო.

დაჭრილი ფანი ბოლონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა. იტალიური გამოცემების მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული