ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ ჯენარო გატუზო მალე "ნაპოლის" ჩაიბარებს.
დი მარციოს ცნობით, გატუზომ ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე შეათანხმა.
ამჟამინდელ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გუნდის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაყვანის შემთხვევაშიც კი გადააყენებენ.
15 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 21 ქულით სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 ქულით ჯგუფში მეორე პოზიციაზეა.