"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მის შესაძლო გადაყენებაზე გააკეთა კომენტარი.
"ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე "გენკთან" მატჩზე ვფიქრობ. პლეი-ოფში გასვლამ შეიძლება მთელ სეზონზე არსებითი გავლენა მოახდინოს, მათ შორის, სერია A-ზეც. ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.
კლუბის პრეზიდენტს ყოველდღე ვხვდები, სიტუაციას განვიხილავთ. გუშინ "უდინეზესთან" შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, ჩემ მოხსნაზე - არა. ისე, მართალი გითხრათ, ეს ნაკლებად მაღელვებს, რადგან ჩემოდნები უკვე ჩალაგებული მაქვს და კლუბის არანაირი გადაწყვეტილება ჩემთვის სიურპრიზი არ იქნება", - განუცხადა ანჩელოტიმ "გაძეტა დელო სპორტს".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი
ჯენარო გატუზოს შეხვდება და გუნდის ჩაბარებას შესთავაზებს.
"ნაპოლისა" და "გენკის" მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.
"ნაპოლისა" და "გენკის" მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.