იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველით, ემერსონით არის დაინტერესებული.
ბრაზილიაში დაბადებული და "სანტოსის" აღზრდილი ემერსონი იტალიის ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდში უკვე 7 თამაშის ჩატარებაც მოასწრო. ემერსონს აქამდეც უთამაშია იტალიაში - ჯერ "პალერმოს", შემდეგ კი "რომას" ღირსებას იცავდა.
პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში ემერსონმა 9 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 704 წუთი გაატარა. 25 წლის მცველი მხოლოდ 2-ჯერ დარჩა სათადარიგოთა სკამზე.