მთლად გიჟი არ ყოფილა - "სამპდორიას" პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანიცაა და ცოტა თაღლითიც

AutoSharing Option
"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო ერთობ ოდიოზური პიროვნებაა, უცნაური საქციელით გამოირჩევა, მით უმეტეს მისი თანამდებობის და ასაკის კვალობაზე. ზოგი მიიჩნევს, რომ გიჟია, ზოგი ამტკიცებს, რომ ასე სპეციალურად იქცევა, რამეთუ სტილი აქვს ასეთი. რა თქმა უნდა, შეურაცხადი არ არის, თორემ 5 წლის განმავლობაში სერია A-ს კლუბს ვერანაირად ვერ გაუძღვებოდა.

ახლა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ კლუბის ბაზაზე რეკონსტრიქციისას, ფინანსური მაქინაციების გამო, ფერეროს და მის მეუღლე ვანესას, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოთხი თვით ფეხბურთის სფეროში ნებისმიერი საქმიანობა აუკრძალა, ხოლო კლუბი 15 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ცნობისათვის, ფერერო ერთ წელზე მეტი ხანია გენუური კლუბის გაყიდვას უშედეგოდ ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ნეტა მაგნაირი თაღლითი ერთი ორი აქაც იყოს ,
ბეენბაუერი
09:00 14-12-2019
0
გიჯობთ საკუთარ თაღლითებს მიხედოთ.რატომღაც მგონია,რომ ამხ.ფერერო ახლოსაც ვერ მივა ჩვენს ფიფიებთან,ჩაჩავებთან თუ კოკაიებთან.....
დ.დ.
02:29 14-12-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული