"ინტერმა" "ფიორენტინასთან" გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურში "ფიორენტინამ" სახლში "ინტერთან" ფრეს, 1:1-ს მიაღწია.

"ინტერი" დებიუტში 34 წლის ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ დააწინაურა, რომელიც 4 სეზონი იცავდა "ვიოლას" ღირსებას და გოლი არ აღნიშნა.

სტუმრები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ კომპენსირებულ დროში 19 წლის სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლახოვიჩმა სწრაფი დრიბლინგის შემდეგ მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა სამირ ჰანდანოვიჩის კარი.

"ნერაძურიმ" ფლორენციაში ზიდიზედ მეექვსე მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ბორხა ვალერომ უკანასკნელ წელიწად-ნახევარში პირველად გაიტანა გოლი.

"ინტერი" "იუვენტუსს" დაეწია და 21 დეკემბერს "ჯენოას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული