მილანის "ინტერი" მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გასაძლიერებლად 50 მლნ ევრო დახარჯოს.
ბიუჯეტი კლუბის ხელმძღვანელობამ ბეპე მორატას მეთაურობით დაამტკიცა, - იტყობინება La Gazzetta dello Sport-ი.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს პირველ რიგში ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურს, სიაში კი შემდეგი ფეხბურთელები შედიან: არტურო ვიდალი, ივან რაკიტიში (ორივე "ბარსელონა") და ნემანია მატიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი").