რონალდო 2,56 მეტრიდან გატანილ გოლზე: მთელი თვე მუხლზე პრობლემები მქონდა...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ "სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ის, რომ გოლი 2,56 მეტრიდან გავიტანე და 71 სმ-ზე ავხტი, არც კი ვიცოდი. შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან რთული თამაში გამოვიდა, "სამპდორია" ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

მთელ გუნდს სწორი განწყობა ჰქონდა თამაშისადმი. მე გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე.

მთელი თვის განმავლობაში მუხლზე პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი, რაც მინდა, ესაა დავეხმარო "იუვეს" შეხვედრებისა და ტიტულების მოგებაში",
- ციტირებს პორტუგალიელს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მესის ცოლის გამო აძლევენ ოქროს ბურთს,უარი არ უყვარს მესის ცოლს და ყველას პატივს ცენს
gago
17:03 19-12-2019
0
ეს გოლი ისტორიაში შევა ისევე როგორც იუვესთვის გატანილი მაკრატელა.ეს მხოლოდ მფრინავ კრიშტიანოს შეუძლია.
რატომ გვიყვარს ფეხბურთი
16:27 19-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული