რობერტო მანჩინი: მომავალ წელს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროშესარჩევ ტურნირზე თავისი გუნდის ასპარეზობა შეაფასა. შეგახსენებთ, სკუადრა აძურამ" ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და ევრო 2020-ზე გავიდა.

"ჩვენთვის იდეალური წელი იყო. ვფიქრობ, ამის თქმის უფლება გვაქვს. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწევთ. შესარჩევ ტურნირზე მეტ შეხვედრას უბრალოდ ვეღარ მოვიგებდით.

იმედია, მომავალ წელს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. დიდი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ", - განუცხადა მანჩინიმ "კორიერე დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული